წამყვანი: აბაშიძე ზაზა
სტუმარი: ეთნოგრაფი
იველაშვილი თინა – ქართული სუფრა ახალგაზრდობის აღზრდის ერთ-ერთი საშუალება, აკადემია იყო. დღეს წინაპრების შემონახულ ტრადიციებს ქართული ჩოხასავით ვკარგავთ. დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართულ სუფრაზე უამრავ უცხოურ წესს და კერძს ნახავთ. მაგალითად, არის მოსაზრება, რომ შილაფლავი ქათული კერძი არ არის,მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ, სახელია შეცვლილი. მისი ქელეხის სუფრაზე შემოტანა ჩვენი უძველესი ტრადიციაა.
–ჩვენი ბრალია დღევანდელი ახალგაზრდობის უმრავლესობას ქართულ ტრადიციების მიმართ პროტესტი რომ აქვს. ქართულ სუფრას ჩვენ დავუკარგეთ ხიბლი, ვაქციეთ ღრეობად. ავიღოთ თუნდაც ე.წ. განსხვავებული სასმისები დალევა. ეს წესი ჩვენი ტრადიციული სუფრის წესი არასოდეს ყოფილა.
– სადღედრძელოს თქმას თავისი კულლტურა და წესი ჰქონდა. სადღეგრძელოებს შორის დიდი ინტერვალი იყო. თითოეულ სადღეგრძელოს თავისი სიმღერას მიაყოლებდნენ ხოლმე და იწყებოდა შეჯიბრი. თამადა ტრადიციული სუფრის წინამძღოლია. იგი აუცილებლად განათლებული, კომუნიკაბელური და იუმორის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო.
– ყველიერის კვირა ჩვენში ტრადიციებით გამოირჩეოდა. ყოველ საღამოს სოფლის მოსახლეობა იკრიბებოდა. ეწყობოდა გასართობი თამაშები, ცეკვები. აღსანიშნავია ერთ-ერთი წესი, რომელსაც ხარების ჭიდაობა უწოდებდნენ. ხარებს ერთ ვედრო საუკეთესო შავ ღვინოს ასმევდნენ. შემდეგ იწყებდნენ დიდ მარხვას, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.