05.03.2021 | 05:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
გერმანიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა [ვიდეო]

გერმანიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, ვირუსის ახალი შტამი გაერთიანებული სამეფოდან გერმანიაში ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ქალბატონი ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ფრანკფურტში კვირას ჩავიდა, სადაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდა. ბიოლოგიური ნიმუშების ლაბორატორიულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ქალი კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ ვარიანტით იყო ინფიცირებული. მედიის ინფორმაციით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, რის გამოც ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება იმ ნათესავების სახლში, ვისთანაც გაერთიანებული სამეფოდან სტუმრად ჩავიდა. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გერმანიამ გაერთიანებულ სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა.

გამოქვეყნდა 69 დღის წინ  |  ნანახია 335-ჯერ
დღის გადაცემები