05.03.2021 | 05:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
გიორგი ქობულია - რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა

ქვეყანაში წლეებია, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რასაც არაერთი ფაქტი მოწმობს. პანდემიის პერიოდში კი კრიზისი, მეტად შესამჩნევი გახდა. მგზავრებისთვის დაიკეტა საზღვრები, შეიზღუდა საერთაშორისო მიმოსვლა,
დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და მხოლოდ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები ოპორირებენ. ბოლო პერიოდში, საგარე სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, რაც განასკუთრებით ბიზნეს სექტორს შეეხო. უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების მხრივ საქართველო ყველაზე მეტად ტურიზმით,  რუსეეთზე იყო დამოკიდებული, თუმცა ბოლო წლებია,  ხელისუფლების მმიზანი, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულია
განმარტებით, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს ნოდარ გრძელიშვილი. ტურიზმის ექპერტის განმარტებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე მეტი რუსი ტურისტების ნაკადის შემოდინება შეინიშნება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელვან ზეგავლერნას ახდენს.

 

გამოქვეყნდა 88 დღის წინ  |  ნანახია 160-ჯერ
დღის გადაცემები