12.04.2021 | 02:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა [ვიდეო]

 აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა. ამის შესახებ წერილშია ნათქვამი, რომელიც მან გილდიის პრეზიდენტს, მსახიონ გაბრიელ კარტერის მისწერა. „ამ წერილს გწერთ გილდიის ე.წ. დისციპლინარული კომიტეტის მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვის წევრობის ჩამორთმევას ეხებოდა. ვის რაში ადარდებს? მეტად აღარ მსურს რაიმე მაკავშირებდეს ამ ორგანიზაციასთან. ამ წერილით გატყობინებთ, რომ დაუყოვნებლივ ვტოვებ გილდიის რიგებს", - წერს ტრამპი. ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მსახიობ კარტერისის შემოქმედებას არ იცნობს, თუმცა ამაყობს თავისი შესრულებული როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მარტო სახლში 2“, „უოლ სტრიტი“ და სხვ. დონალდ ტრამპი კინომსახიობთა გილდის წევრი 1989 წლიდან იყო.

გამოქვეყნდა 65 დღის წინ  |  ნანახია 285-ჯერ
დღის გადაცემები