06.03.2021 | 00:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება

თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

„როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გამოსავალი წერტილოვან შეზღუდვებშია-აღნიშნა პრემიერმა.

 

როგორც გახარიამ აღნიშნა, აჭარასთან დაკავშირებით  რეგულაციები ნაწილობრივ შემსუბუქდება და 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. ამასთან, აჭარის რეგიონში შეზღუდვები რჩება სასწავლო პროცესზე, ასევე რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე.

გამოქვეყნდა 141 დღის წინ  |  ნანახია 196-ჯერ
დღის გადაცემები