20.04.2021 | 21:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა. სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.  სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას, მთიანი ყარაბაღის სტრატეგიული ქალაქის - შუშას აღების შესახებ უარყოფს და აღნიშნავს, რომ შუშაში ბრძოლები გრძელდება.  

გამოქვეყნდა 162 დღის წინ  |  ნანახია 395-ჯერ
დღის გადაცემები