12.04.2021 | 02:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
კანის საერთაშორისო ფესტივალი ორი თვით გადაიდება [ვიდეო]

კანის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა მისი ორი თვით გადადებაზე განაცხადეს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი, რომელიც ტრადიციულად  11-22 მაისს ტარდება, კორონავირუსის პანდემიის გამო  6-17 ივლისს გაიმართება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ზაფხულში პანდემია უკან დაიხევს და 2021 წლის ფესტივალი ჩვეული ფორმატით ჩატარდება. გასულ წელს  პანდემიის გამო ფესტივალი მთლიანად გაუქმდა. მისი პროგრამიდან ზოგიერთი ფილმი ოქტომბერში სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში, კანის, ლუი ლუმერის სახელობის დიდ კინოდარბაზში აჩვენეს.    

გამოქვეყნდა 73 დღის წინ  |  ნანახია 317-ჯერ
დღის გადაცემები