05.03.2021 | 23:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
კორონა ვირუსი საქართველოში კიდევ 208 პაციენტმა დაამარცხა

კორონა ვირუსი საქართველოში კიდევ 208 პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 7367-ს შეადგენს. ინფიცირების შედარებით გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება დედაქალაქში. თუმცა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში არსებულ ვითარებას სრულად უმკლავდება. მარინა ენდელაძის განმარტებით ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპისთვის მძიმე პაციენტი არ ყავთ. კოვიდ ცენტრებში კი მკურნალობას 208 პაციენტი განაგრძობს.

 

ბოლო მონაცემებით 154 კოვიდ ინფიცირებული განიკურნა აჭარაში. რეგიონის ცხრა კოვიდკლინიკაში დღეისათვის მკურნალობს 548 ინფიცირებული განაგრძობს, რომლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდვითარება ამ ეტაპისვითვის მართვადია. ბათუმში დაინფიცირებულთა უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, ამიტომ აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი მკურნალობს.

 

ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად მართვადია სამეგრელოში. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი.  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საკარანტინო სივრცეში სულ 159 ადამიანი განაგრძობს მეთვალყურეობას. სახელმწიფო რწმუნებულის, მალხაზ თოფურიას განცახებით რეგიონში რაიმე გართულებებს ადგილი არ აქვს.

 

უცვლელი რჩება ჯანდაცვის სამინისტროს და სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციები, რომლებიც მოსახლეობას სიმშვიდისკენ და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

გამოქვეყნდა 141 დღის წინ  |  ნანახია 400-ჯერ
დღის გადაცემები