23.09.2021 | 15:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეგის ქარდავას ქართულ მართლმსაჯულებას უახლოეს დღეებში გადმოსცემენ [ვიდეო]

კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ. ინფორმაციას ქარდავას ადვოკატიც ადასტურებს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყოფილ მაღალჩინოსანს ქართულ მართლმსაჯულებას უახლოეს დღეებში გადმოსცემენ. საქართველოში მეგის ქარდავა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის საუბარია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაზე, ასევე წამებისა და არადაამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე.

გამოქვეყნდა 9 დღის წინ  |  ნანახია 113-ჯერ
დღის გადაცემები