12.04.2021 | 01:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 17%-ით შემცირდა [ვიდეო]

მსოფლიოს მასშტაბით გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 17%-ით შემცირდა. - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ. ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3 მილიონ 100 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლო კვირის შემდეგ უმცირესი მაჩვენებელია. გასული კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი, 871 365 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც ქვეყანაში გასულ კვირას გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით 19%-თ ნაკლებია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე იყო ბრაზილია, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - რუსეთი, მეხუთეზე კი დიდი ბრიტანეთი.

გამოქვეყნდა 60 დღის წინ  |  ნანახია 257-ჯერ
დღის გადაცემები