20.04.2021 | 21:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება [ვიდეო]

მთიანი ყარაბაღის განვითარების საკითხზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ საუბარია სამი ქვეყნის ლიდერების განცხადების ტექსტში, რომელიც კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ სხდომაზე განიხილავენ იმ სამუშაოთა ძირითად ჩამონათვალს, რომელიც შეთანხმების მე-9 პუნქტიდან გამომდინარეობს და პრიორიტეტად აწესებს სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლას.

 

"სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 1 მარტამდე წარმოადგენს მხარეების მიერ მაღალ დონეზე დასამტკიცებლად ღონისძიებათა რეალიზების შესახებ ჩამონათვალსა და გრაფიკს, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ახალი ობიექტების აღდგენასა და აღჭურვას, საერთაშორისო გადაზიდვების შესრულებასა და უსაფრთხოების დაცვას, რომელიც განხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში" ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოქვეყნდა 98 დღის წინ  |  ნანახია 193-ჯერ
დღის გადაცემები