12.04.2021 | 00:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
რუსული ვაქცინის გამოყენებით ესპანეთი და საფრანგეთია დაინტერესებული [ვიდეო]

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა სპუტნიკ 5 კიდევ ორმა ქვეყანამ, მექსიკამ და ნიკარაგუამ დაარეგისტრირეს. ასევე მისი გამოყენებით ესპანეთი და საფრანგეთია დაინტერესებული. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, სპუტნიკ 5-ის ეფექტურობასთან დაკავშირებით რამდენიმე პუბლიკაცია დამაიმედებელია, თუმცა საფრანგეთში მისი გავრცელება შეუძლებელი მანამდე იქნება, სანამ რუსული მწარმოებელი კომპანია მის გაყიდვასთან დაკავშირებით საფრანგეთს განაცხადით არ მიმართავს. ევროპის წამლის სააგენტო, ამჟამად რუსული ვაქცინის უსაფრთხოებას ამოწმებს, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, ევროკომისიამ პრეპარატის ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოება უნდა მოითხოვოს.

გამოქვეყნდა 66 დღის წინ  |  ნანახია 280-ჯერ
დღის გადაცემები