02.03.2021 | 04:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ [ვიდეო]

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ. ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს, სამთავრობო პროგრამას და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე, საკუთარ ხედვებსა და გეგმებს აცნობს. მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღესვე, პლენარულ სხდომაზე გავა.

„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ის მზად არის ბიზნესის სტიმულირებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში პირადად ჩაერთოს.

გამოქვეყნდა 7 დღის წინ  |  ნანახია 84-ჯერ
დღის გადაცემები