12.04.2021 | 01:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
სომხების რეკორდული მიგრაცია რუსეთში [ვიდეო]

სომხეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის საზღვრების გახსნა რეკორდული მიგრაციის დასაწყისი ხდება. ამის შესახებ  ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“  დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა „ვესტნიკ კავკაზას“ განუცხადა. სომეხი პოლიტიკოსის თქმით, ერევნის ზვართნოცის აეროპორტში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, მოქალაქეები ბილეთს მხოლოდ ერთი - მოსკოვის მიმართულებით იღებენ. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ასეთი მოთხოვნა ფრენებზე რუსეთისკენ არასდროს ყოფილა.  მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთს  ყველაზე დიდი მიგრაცია ელოდება, ამის მიზეზად კი  პოლიტიკოსი პირველ რიგში მთიანი ყარაბაღის ომს ასეხელებს,  ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ ქვეყანაში  თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ, ამ ვითარების ფონზე კი  მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობაც.  ადეპუტატის თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  სომხეთი დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დადგება.  მხოლოდ  2 დღის წინ ერევნიდან  6 ავიარეისი განხორციელდა, აქედან 4 რუსეთის მიმართულებით.

გამოქვეყნდა 66 დღის წინ  |  ნანახია 336-ჯერ
დღის გადაცემები