12.04.2021 | 00:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასი ფაქტიურად გაორმაგდა [ვიდეო]

მოსახლეობა გადარჩენისთვის იბრძვის, ადამიანებს ყველა სხვა ყოფით პრობლემასთან ერთად უკვე საკვების შეძენა უჭირთ. გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტასთან და ეკონოკურ კრიზისთან  ერთად ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასი ფაქტიურად გაორმაგდა. 

თვიური მაჩვენებლის მიხედვით ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი გაძვირდა  (3.8 პროცენტი)

ზეთი და ცხიმი (3.7 პროცენტი)

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი)

ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1 პროცენტი)

ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3 პროცენტი)

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი)

გაძვირებული პროდუქტი, მედიკამენტები და საწვავი.  ასეთია რეალობა საქართველოში. ქვეყანაში კი, კრიზისის დაძლევის პოლიტიკა  არ არსებობს. ეროვნულმა ვალუტამ ფასი დაკარგა, მოქალაქეებმა კი  იმედი. გაძვირებული ცხოვრება და პროდუქტებზე ფასის მატება  ადამიანების  ყოფას უკვე გაუსაძლისს ხდის. მინიმალური ანაზღაურება და სახელმწიფოსგან პენსიის სახით გაცემული მიზერული თანხა მოქალაქეებს საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად არ ჰყოფნის.

 

რამდენიმე კვირაა ქვეყანაში ლარი დევალვაციას განაგრძობს, ეროვნული ვალუტა ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით უფასურდება. პროდუქტებზე ფასის მატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ  ეროვნული ვალუტის  გაუფასურებაა. შემცირებული ინვესტიციები და საგარეო ვალზე დამოკიდებული ქვეყანა ძალების აღდგენას მიმდინარე წელსაც ვერ შეძლებს. საგანგაშოა ეკონომისტების პროგნოზი, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა კრიზისი დაძლევას ვერ უზრუნველყოფს.

გამოქვეყნდა 6 დღის წინ  |  ნანახია 65-ჯერ
დღის გადაცემები