20.04.2021 | 20:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ქვეყანა  პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკურ კრიზისსაც ებრძვის

 2020 წლის  საპარლამენტო  არჩევნების შემდეგ,  ქვეყანა  პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკურ კრიზისსაც ებრძვის. 31 ოქტომბრის შემდეგ,  ჯერ მხოლოდ სამი დღე გავიდა, თუმცა ეროვნულ ვალუტას   ქვეყანაში არამდგრადი პოლიტიკური გარემო უკვე შეეტყო.  გაუფასურებულ ლართან ერთად საქართველოში  დღითიდღე   ძვირდება  ფასები პროდუქტებზე. ამ  ფაქტს კი საქსტატის უახლესი მონაცემები  ამყარებს.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დღევანდელი მონაცემებით,  მხოლოდ ოქტომბრის მონაცემებით წლიურმა ინფლაციამ 3.8 % შეადგინა. 

 

 არამდგრადი ეკონომიკური გარემო   ყველაზე მეტად რიგით მოქალაქეებზე  მოქმედებს.  საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ    მედიკამენტებსა და  პროდუქტებზე გაძვირებული ფასები  მათ ყოველდღიურ ცხოვრებას  დღითიდღე ამძიმებს. გარდა ამისა  მოქალაქეების თქმით,  ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ვითარების გასაუმჯობესებლად არაფერი  გაუკეთებიათ და მძიმე  ყოფასთან ერთად ცხოვრება მარტოს უწევთ.

 

ქვეყანაში ეკონომისტები   არსებული რეალობის კიდევ უფრო გაუარესებაზე საუბრობენ. ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი  რატი აბულაძე  ამბობს, რომ  არამდგრადი  პოლიტიკური პროცესები   ქვეყნის  სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

 

ვახტანგ ჭარაია კი ყურადღებას იმ ადამიანებზე ამახვილებს, რომლებიც პანდემიის გამო  შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

გამოქვეყნდა 167 დღის წინ  |  ნანახია 439-ჯერ
დღის გადაცემები