23.01.2021 | 15:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ცესკოს წინ აქცია სამართალდამცავებმა წყლის ჭავლის და ძალის გამოყენებით დაშალეს

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე გამართულმა აქციამ  მოგვიანებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინიტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები მსვლელობით გაემართნენ, თუმცა მანამდე, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მანიფესტანტები რკინის ჯებირის გარღვევას ცდილობდნენ და პოლიციელების მისამართით ქვებს ისროდნენ.  ადგილზე მობილიზებული იყო სპეც დანიშნულების რაზმი, ასევე მოქალაქეების მისამართით გამოიყენეს წყლის ჭავლი. რამდენიმე ადამიანი დაზიანდა, მათ შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები. აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა, სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს.  პოლიტიკური პარტიის ლიდერები და ადგილზე შეკრებილი პირები ასევე აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში არ დაადასტურეს.

 

რვა ნოემბერს, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა შეაფასა და მან მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. კახა კალაძის განცხადებით, სხვადასხვა შეხედულებების მიუხედავად ყველამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა სამშობლოსა და კანონის წინაშე.

 

 მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ძალოვანი სტრუქტურაც, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი განმარტავს, ცესკოსთან მიმდინარე აქცია გასცდა პროტესტის მშვიდობიან ფორმას და მიიღო ძალადობრივი სახე. კახაბერ საბანიძის თქმით, სამართალდამცავების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემდეგ კანონით მინიჭებული უფლებით გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოიყენეს წლის ჭავლი. საბანიძე ასევე აღნიშნავს, რომ  კანონის დაუმორჩილებლობის ფაქტზე 19 პირია დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება.

გამოქვეყნდა 74 დღის წინ  |  ნანახია 253-ჯერ
დღის გადაცემები