23.01.2021 | 14:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
2020 წლის არჩევნების კრიტიკული შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეფასებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მეტიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის, ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო. პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს.  არასამთავრობო ორგანიზაციები იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას მოითხოვენ, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა.

გამოქვეყნდა 79 დღის წინ  |  ნანახია 281-ჯერ
დღის გადაცემები