საპატიმროებს 100 პარიმარი დატოვებს, 20 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრდებათ
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 19:38
[obieqtivi.net]
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საპატიმროებს 100 პარიმარი დატოვებს, 20 მსჯავრდებულს კი სასჯელი გაუნახევრდება,-ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების კომისიამ სულ 122 მსჯავრდებულის საქმე გადაუგზავნა, ამათგან შეწყალებაზე უარი მხოლოდ 2-მა პატიმარმა მიიღო. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
ეკონომიკის სამინისტრომ გივი თარგამაძის განცხადებას სიცრუის ტირაჟირება უწოდა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 19:01
[obieqtivi.net]
ეკონომიკის სამინისტრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებას გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირება უწოდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელის თეა ბოლქვაძის თქმით, ლიკანში რომანოვების სასახლეში ამ დროისათვის ეკონომიკის სამინისტრო ინვენტარიზაციას ახორციელებს.
მისივე ინფორმაციით, რომანოვების სასახლე, რასაც პრეზიდენტი რეზიდენციად იყენებდა სახელმწიფო ქონება იყო და სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული დაცვის სპეციალურ სამსახურს.
"რატომ ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობა რომანოვების სასახლეში მიმდინარე ინვენტარიზაციის პროცესს. ან როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყების მიერ მისი ქონების ინვენტარიზაციის სრულიად კანონიერი პროცესი კორუფციად ჩაითვალოს. ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე თანამშრონელი სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მართლაც იმყოფებოდა რომანოვების სასახლეში, სადაც დაიწყო არსებული ექსპონანტების აღწერის პროცედურა",- განაცხადა თეა ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ რომ, გივი თარგამაძემ ახალ ხელისუფლებაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიკანში რომანოვების სასახლე ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია.
"სახალხო კრების" წევრები და 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეები მდუმარე აქციას გამართავენ
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 18:35
[obieqtivi.net]
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ინფორმაციით, დღეს, 24:00 საათზე "სახალხო კრების" წევრები და 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მდუმარე აქციას გამართავენ.
26 მაისს, დღის 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება პანაშვიდი 26 მაისს გარდაცვლილთათვის და პარაკლისი დაზარალებულთათვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 18:10
[obieqtivi.net]
26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.
ამ თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოფენას მოაწყობს. შსს-ს ღონისძიებები თბილისის სამ რაიონში გაიმართება: რუსთაველის გამზირზე, გლდანისა და ვარკეთილის პარკებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება: თბილისი, მცხეთა, დუშეთი, გორი, რუსთავი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, სიღნაღი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, მესტია, ცაგერი, ამბროლაური.
ღონისძიებები ყველა ქალაქში12:00 საათზე ერთდროულად დაიწყება და 21:30 საათზე საქართველოს ჰიმნითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 17:16
[obieqtivi.net]
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ობიექტივი უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, რიგითი მამუკა გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საქმეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 17:09
[obieqtivi.net]
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში "ობიექტივს" განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.
გავრცელებული ინფორმაციით, სენაკში სამხედრო მოსამსახურემ 32 წლის მამუკა გეგეჭკორმა ჯარში მსახურობის დროს იარაღით თავი მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
თურქეთი აზერბაიჯანში ინვესტიციების მოცულობას 4 ჯერ გაზრდის
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 17:00
[obieqtivi.net]
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ზიაფარ ჩაღლაიანმა განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანში ინვესტიციების მოცულობას 4 ჯერ გაზრდის.
მისივე განცხადებით, უახლოეს წლებში კი თურქეთში აზერბაიჯანული ინვესტიციების რაოდენობა 15 მლრდ დოლარს მიაღწევს.
26 მაისს თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 16:49
[obieqtivi.net]
26 მაისს თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისის 23:00-დან 27 მაისის 9:00-მდე თბილისში გადაიკეტება: რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩა, ვარდების მოედანი. მიმდებარე ქუჩებზე და მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრაობა შეუზღუდავი იქნება",–აღნიშნულია განცხადებაში.
სოხუმში რიგით მეორე რუსულ-აფხაზური ჰუმანიტარული ფორუმი ჩატარდა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 16:46
[obieqtivi.net]
რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სოხუმში რიგით მეორე რუსულ-აფხაზური ჰუმანიტარული ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებაა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ფორუმის მონაწილეებისადმი გაგზავნილ მისალოც დეპეშაში ხაზგასმულია ამ ფორუმის მნიშვნელობა.
პუტინის აზრით, როგორც ამას რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან,სახალხო დიპლომატია თანამედროვე მსოფლიოში გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დიდ როლს ასრულებს. ფორუმის შედეგად ხელმოწერილია საფოსტო კავშირის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება.
სოსო ცისკარიშვილი:"26 მაისი საქართველოს ისტორიაში საამაყო თარიღია"
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 16:46
[obieqtivi.net]
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით,26 მაისი საქართველოს ისტორიაში საამაყო თარიღია.
როგორც ცისკარიშვილმა "ობიექტივთან" საუბარში განაცხადა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სადღესასწაულო თარიღია.
"26 მაისი საამაყო თარიღი გახლავთ საქართველოს ისტორიაში,ეს დღე საქართველოში ყოველთვის აღინიშნება განსხვავებული ფორმით და ხედვით.არსებობს აზრთა სხვადასხვაობა,რომ 26 მაისი როგორც დამოუკიდებლობის დღე შეცვლილიყო 9 აპრილით,თუმცა ჯერ–ჯერობით ვერცერთი ხელისუფლება ამ თარიღის შეცვლას ვერ ბედავს.ეს ლოგიკურიცაა.ჩვენ მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს დამოუკიდებელი ქვეყანის მნიშვნელობა და აუცილებლობა",–აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
პროკურატურასთან პოლიციელი დაშავდა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 16:42
[obieqtivi.net]
მთავარი პროკურატურის წინ მობილიზებულ პოლიციელთაგან ერთ-ერთს მანქანა დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, დაშავებულ პოლიციელს თავისა და ფეხის დაზიანება აღენიშნება.
იგი სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის თანამშრომლები პროკურატურის წინ უსაფრთხოებას დილიდან უზრუნველყოფენ.
დავით ნარმანიამ მოადგილეებთან ერთად, თბილისის შემოვლით გზაზე სამუშაოები დაათვალიერა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 16:23
[obieqtivi.net]
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, სამ მოადგილესთან ერთად, თბილისის შემოვლით გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამინისტროს ინფორმაციით, გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სააქციო საზოგადოება "ხიდმშენთან" ერთად ახორციელებს.
ცნბილი გახდა, რომ უკვე დასრულებულია ძველი გზის რეაბილიტაცია და ამ დროისთვის დამატებით ახალი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. ინტენსიურად მიმდინარეობს, ასევე, ამავე მონაკვეთში არსებული 500 მეტრი სიგრძის ხიდის რეაბილიტაცია. მისი ექსპლუატაციაში გაშვება ივნისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
მიხეილ სააკაშვილი ეკვადორში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 16:16
[obieqtivi.net]
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკვადორში პრეზიდენტ რაფაელ კორეას ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო.
აღნიშნულის შესახებ ვიდეო-მასალას პრეზიდენტის პრესამსახური მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტთან რაფაელ კორეასთან და მის მეუღლესთან ერთად ოფიციალურ სადილს დაესწრო.
"სოციალ-დემოკრატები" საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავენ
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 16:13
[obieqtivi.net]
საქართველოს მოქალაქეებს "სოციალ-დემოკრატებმა" დამოუკიდებლობის აღდგენის 95 წლისთავი მიულოცეს.
როგორც სოციალ-დემოკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდგრადი და ხალხის ნებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ინსტიტუტების შენება, მათი უპირველესი ამოცანაა.
"26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 95 წლისთავია. აღნიშნულ თარიღს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენი ქვეყნის წარსულის, ასევე აწმყოსა და მომავლისათვის. 95 წლის წინ ჩვენი ქვეყანა იწყებდა დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს შენებას. დღესაც, მდგრადი და ხალხის ნებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ინსტიტუტების შენება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხალხის ნებამ უპრეცენდენტო გამარჯვება მოიპოვა ავტორიტარულ რეჟიმზე, აღნიშნული ამოცანები რეალურად მიღწევადი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიურობა და ჩართულობა ქვეყნის შენების პროცესში.
ჩვენ სოციალ-დემოკრატები საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 95 წლის თავს და გვჯერა, რომ დემოკრატიული, ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობაზე ორიენტირებული, ევროპული სახელმწიფოს აშენების უნარი სწორედ ხალხს შესწევს", - ნათქვამია "სოციალ-დემოკრატების" განცხადებაში.
ნანა კაკაბაძე:"დღევანდელი 26 მაისი, ერთის მხრივ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი, მეორეს მხრივ კი დაუვიწყარი ტრაგედიაა"
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 16:09
[obieqtivi.net]
"დღევანდელი 26 მაისი, ერთის მხრივ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი, მეორეს მხრივ კი დაუვიწყარი
ტრაგედიაა",–ამის შესახებ "ობიექტივს" უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის "თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განუცხადა.
კაკაბაძის შეფასებით, ის, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, ტრაგედია და ეს ხელისუფლების ლუსტრირება იყო,
რომელიც თავისუფალ აზრს ახშობდა და მიტინგებს კრძალავდა.
"ორი წლის წინ 26 მაისს ადამიანები ემსხვერპლნენ, ეს იყო უმძიმესი დღე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ ხალხს მოუვლინა",–განაცხადა კაკაბაძემ.
პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობას სპეციალური მიმართვით მიულოცავს
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 15:46
[obieqtivi.net]
ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობას სპეციალური მიმართვით მიულოცავს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიმართვა 26 მაისს, 12:00 საათზე ყველა ქართული ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
"პირველ ნახევარში გვქონდა შესაძლებლობა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც",-გიორგი სომხიშვილი
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 15:36
[obieqtivi.net]
გიორგი სომხიშვილმა „ობიექტივთან“ საუბრისას საქართველოს თასის ფინალური მატჩი შეაფასა.
როგორც „ჩიხურას“ მეკარე ამბობს, გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო ოდიკაძის და რეხვიაშვილის არ ყოფნა, რის გამოც გუნდს ბევრი რამის შეცვლა მოუხდა.
„მთავარია, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენ პირველ ნახევარში გვქონდა შესაძლებლობა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც",-აღნიშნა "ობიექტივთან" საუბრისას სომხიშვილმა.
გუნდის კაპიტანმა კომენტარი ფინალში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მსაჯი შეცდა, როდესაც მის კართან პენალტი დანიშნა.
შეგახსენებთ, საჩხერის „ჩიხურა" საქართველოს, ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე წარადგენს.
"ეროვნული ფრონტის" აქციაზე 10-მდე ადამიანი მივიდა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 15:32
[obieqtivi.net]
"ეროვნული ფრონტის" მიერ დაგეგმილ აქციაზე მხოლოდ ათამდე ადამიანი მივიდა.
"ეროვნული ფრონტი" ხელისუფლებისგან ლგბტ პროპაგანდა- აგიტაციის კანონმდებლობის დონეზე აკძალვას მოითხოვს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი დაიშლებიან მაშინ, როცა პროკურატურასთან 15.00 საათზე დაგეგმილი მეორე აქციის – "ლგბტ საზოგადოების მხადამჭერთა ინიციატივით დაგეგმილი მიტინგი დაიშლება".
ამასთან, მეორე აქცია მოქალაქეთა ჯგუფს დაანონსებული აქვს შემდეგი ლოზუნგით - ”კანონის უზენაესობა”.
ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული 4 პირი სოფელ დუისში დაიკრძალა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 15:17
[obieqtivi.net]
დღეს, სოფელ დუისში ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული 4 პირი - სალამ ზაურბეკოვი, მუსა ალიევი, ჯაბრიელ ხაშიევი და დუკვახი დოშუევი დაკრძალეს.
მათ საფლავებს ექსჰუმაცია მიმდინარე წლის 16 მაისს ჩაუტარდა, რის შემდეგადაც ცხედრები თბილისში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის გადმოასვენეს.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციისას დაღუპულ კიდევ სამ პირს ექსპერტიზა მიმდინარე წლის 7 მაისს ჩაუტარდა.
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 14:43
[obieqtivi.net]
შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დავით ჩ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სუბუტექსი“–ს აბის ნატეხი, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას 46 აბი ამოიღეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია „სუბუტექსი“–ს აბის 2 ნატეხი და საინექციოდ გამზადებული სამედიცინო შპრიცი, რომელშიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0003 გრ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოჩნდა.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დავით ჩ-ს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-შეძენა-მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით)",-აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავარ პროკურატურასთან სამართალდამცველები არიან შეკრებილები
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 14:15
[obieqtivi.net]
"ეროვნული ფრონტის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველია შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს უწყებასთან შეკრება ჯერ არ დაუწყიათ. მთავარ პროკურატურასთან მისულია შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული ფრონტმა" აქცია დღეს, 14:00 საათისთვის დააანონსა.
საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 13:46
[obieqtivi.net]
საქართველოს 28 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი, დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქოდან 28 მაისს, 14:05 საათზე ჩამოვა და 16.30 საათზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, 17.30 საათზე კი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
29 მაისს, 09:30 საათზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რენო სალინსს შეხვდება, 11:00 საათზე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, 12:00 საათზე კი - ვიცე-პრემიერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს.
მტკვარში დამხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 13:44
[obieqtivi.net]
სამაშველო სამსახურმა მტკვარში დამხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის ნოდარ ჭუმბაძის ინფორმაციით, მეტეხის ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ საღამოს გადახტა.
"ამ დილით მაშველებმა ძებნა განაახლეს და რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ის დაახლოებით 30-32 წლის იქნება", - განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ.
ჯგუფი "ა-სტუდიო" თბილისში კონცერტს გამართავს
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 13:18
[obieqtivi.net]
11 ივნისს თბილისს ჯგუფი "ა-სტუდიო" ეწვევა.
კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის EVENT 404"-ის წარმომადგენლების ინფორმაციით,"ა-სტუდიო" ქართველი მსმენელის წინაშე 11 ივნისს 21:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგება და მსმენელის წინაშე ცნობილი მუსიკალური ჯგუფი ძველ და ახალ ჰიტებს შეასრულებს.
პრემიერი ლევილის მამულის მეპატრონეთა ამხანაგობის ხელმძღვანელობას შეხვდა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 13:05
[obieqtivi.net]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლევილის მამულის მეპატრონეთა ამხანაგობის, "ქართული კერის" ხელმძღვანელობას შეხვდა.
პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილთან შეხვედრას პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და ამჟამად "ქართული კერის" მმართველი ირენ ციციშვილი, საფრანგეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების ასოციაციის "გაუმარჯოს საქართველოს" პრეზიდენტი, მამია ბერიშვილის შვილი ტიერი ბერიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ლევილის შატოს და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხები განიხილეს.
წულუკიანი დევნილებს მოუწოდებს ეს დრო გამოიყენონ და ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ აიღონ
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 12:52
[obieqtivi.net]
საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე სოციალურად დაუცველ სეგმენტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები უფასოდ მიეცემათ.
როგორც წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დევნილებს პირადობის მოწმობების აღება დღეიდან დაწყებული, მომავალი ხუთი შაბათ-კვირის განმავლობაში 09:00-დან 21:00 საათამდე თბილისში და სხვა რაიონებში სხვადასხვა განრიგით, 09:00 საათიდან იუსტიციის სახლისა და სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით შეეძლებათ.
"ეს ემსახურება ერთ მნიშვნელოვან სახელმწიოფოებრივ მიზანს - ჩვენი ვალია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე საქართველოს ერთიანი დაზუსტებული საარჩევნო სია მივცეთ და გავიგოთ, რამდენი რეგისტრირებული დევნილი გვყავს საქართველოში. ეს მიზანი საშვილიშვილოა და მინდა, ყველა ჩემს კოლეგას იუსტიციის სახლიდან და პირველ რიგში, სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომლებიც 12 საათის და რიგ შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ, მთელი უწყებისა და მთავრობის სახელით მადლობა ვუთხრა", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრი ყველა სრულწოვან დევნილს მოუწოდებს, ეს დრო გამოიყენონ და ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ აიღონ.
თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 12:16
[obieqtivi.net]
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ლენარტ მერის რიგით მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „მსოფლიოს დაყოფა“.
კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა დაგეგმილია თედო ჯაფარიძის ორმხრივი შეხვედრა მის ესტონელ კოლეგასთან, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარკო მიკელსონთან და ესტონეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კულიკე სილასტე–ელინგთან. თედო ჯაფარიძე ასევე ეწვევა ესტონეთის დიპლომატიის სკოლასაც, სადაც გაიმართება შეხვედრა სკოლის ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან.
ჯაფარიძე ტალინში 28 მაისამდე დარჩება.
დღეს ყვავილების ფესტივალი გაიხსნება
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 11:57
[obieqtivi.net]
დღეს, 25 მაისს, ყვავილების ფესტივალი გაიხსნება, რომელშიც 200-მდე კერძო პირი და კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
დედაქალაქის გამწვანების სამსახურის ინფორმაცით, წელს პირველად ფესტივალი ორდღიანია და შარდენის, რკინის რიგის, ბამბის რიგისა და სხვა მიმდებარე ქუჩებს და იქ არსებულ დაწესებულებებს მოიცავს.
ყვავილების ფესტივალზე კერძო კომპანიები და კერძო პირები თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალზე წარმოდგენილი მცენარეები შეიძინონ.
სალომე ზურაბიშვილი: "მერობის შემოთავაზებაზე იყო საუბარი, თუმცა ვთვლი, რომ ეს თანამდებობა ნაკლებად ჯდება ჩემს კომპეტენციაში"
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 11:54
[obieqtivi.net]
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მას თბილისის მერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, როგორც გადაცემა "ღია ეთერში" პარიზიდან პირდაპირი ჩართვისას ზურაბიშვილმა განაცხადა, მას მერობისთვის საჭირო კომპეტენცია არ აქვს.
"მერობაზე იყო საუბარი. შემოთავაზებასავითაც. ამ საკითხზე მე ნაფიქრი მქონდა ადრეც. თუმცა ვთვლი, რომ ეს არის რთული პოსტი, რომელიც ნაკლებად ჯდება ჩემს კომპეტენციაში. ბატონი უგულავას წასვლის შემდეგ ბევრი ისეთი საკითხი დარჩება, რომელსაც სჭირდება სხვა ხელი. ჩემში მე ამის ძალას ვერ ვხედავ. ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური პოსტი თავისი სერიოზული ბიუჯეტით და ამიტომ მე მადლობელი ვარ ამ შემოთავაზებისთვის"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ სხვა ბევრ პოლიტიკურ თანამდებობაზე ხედვას თავს თუმცა სად არ დაუკონკრეტებია.
პატრიარქმა რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებთან 17 მაისს განვითარებული მოვლენები განიხილა
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 11:38
[obieqtivi.net]
საპატრიარქოდს ინფორმაციით, სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გუშინ საღამოს, მღვდელმთავრებთან ერთად, ინტერრელიგიურ სამუშაო ჯგუფში შემავალი რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებს შეხვდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ინტერრელიგიურ სამუშაო ჯგუფში შემავალმა რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებმა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვეს და ძალადობრივი მოწოდებებისა და ქმედებების გამო უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.
რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა უმძიმესი ცოდვაა და მისი პროპაგანდა, ტირაჟირება და პოპულარიზაცია ყოვლად მიუღებელია.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და დამსწრე რელიგიური დენომინაციების ლიდერები შეთანხმდნენ, დაიწყონ აქტიური მუშაობა, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებული ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას. დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებებიც. კერძოდ, მოხდეს ზნეობრივ თემებზე ერთობლივი წიგნის (ან წიგნების) პუბლიკაცია; ყველამ შეუწყოს ხელი ოჯახის, როგორც სახელმწიფოს უმრთავრესი საყრდენის, სიწმინდისათვის ზრუნვის გაძლიერებას; ეთხოვოს სახელმწიფოს ოჯახის დღის დაწესება-აღნიშვნა; მოხდეს ზოგადად საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება და საკანონმდებლო ორგანოსათვის განსახილველად შემუშავდეს გარკვეული წინადადებები, რომელიც მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას ხელს შეუწყობს.
ქრთამის აღების ფაქტზე ახალსოფლის რწმუნებული დააკავეს
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 11:30
[obieqtivi.net]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის რწმუნებული ლერი წივილაშვილი დააკავეს.
წივილაშვილმა გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე, შენობის ასაშენებლად შესაბამისი დოკუმენტაციის და ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით, 5 000 აშშ დოლარი აიღო.
ქრთამის აღების ფაქტზე, ასევე დაკავებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარქის ოგანესიანი და თვითმმართველი ერთეულის სოფელ კაბურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რობერტ მაზმანიანი. დაკავებულებმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჭკოვის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს კუთვნილი 300 ჰა მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 7 000 ლარი აიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
დღეიდან სრულწლოვანი დევნილებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემა იწყება
გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2013, 11:15
[obieqtivi.net]
დღეიდან სრულწლოვანი დევნილებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემა იწყება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს.
დევნილებს პირადობის ახალი მოწმობის უფასოდ აღება 23 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
დედაენის ბაღთან სპეცრაზმელები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 19:15
[obieqtivi.net]
დედაენის ბაღთან და მის შიგნით მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ხელკეტებით არიან შეიარაღებულები.
როგორც შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა „Front news”–ს განუცხადა, კანონის ფარგლებში თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული.
ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია "დედაენის ბაღთან" ირაკლი ღარიბაშვილის მისვლის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 19:05
[obieqtivi.net]
"დედაენის ბაღთან" მიმდინარე "ეროვნული ფრონტის" აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.
როგორც "ობიექტივის"კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთავრობო ავტომანქანებმა გაიარეს, თუმცა, ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია, რომ ადგილზე თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა.
"ეროვნული ფრონტის" მთავარი მოთხოვნაა საქართველოში გარყვნილების პროპაგანდა აიკრძალოს.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა უფლებადამცველი გიორგი გაბედავა. მან საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
"საზოგადოებას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციას, რადგან ეს არის გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. მათ აქვთ უფლება სადაც სურთ იქ ჩაატარონ აქცია, არ ვაპირებთ არანაირი სირცხვილის კორიდორის მოწყობას, რადგან არსებული სიტუაცია ისედაც სიხცვლის კორიდორია",–განაცხადა გაბედავამ.
არჩილ კბილაშვილი: "უგულავას საქმეზე პრეზიდენტის ინფორმირებულობა მტკიცდება, ეს კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ის მოწმის სტატუსით დაიკითხოს"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 18:49
[obieqtivi.net]
საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ვრცელი ინტერვიუ რუსულ გაზეთ "Московский Комсомолец"-ს მისცა.
როგორც კბილაშვილი ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავს, ქალაქის მერს გიგი უგულავას ბრალად ედება თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვითან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი დოლარის მითვისება, 15 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ჟურნალისტის კითხვაზე კი, ამ საქმეზე მოწმის სტატუსით, შესაძლოა თუ არა დაიკითხოს საქართველოს პრეზიდენტი, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინფორმირებულობა მტკიცდება. ეს კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ის მოწმის სტატუსით დაიკითხოს.
მცხეთის ყოფილი გამგებელი და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დააკავეს
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 18:32
[obieqtivi.net]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე და სააქციო საზოგადეობა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა და პირებმა - ლუხუმ კაპანაძემ, მერაბ ყუფუნიამ და შპს „ნიუ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ შაქარიშვილმა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებების შედეგად, იძულებით გადაადგილებულ დევნილთა განსახლებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტდან გამოყოფილი 76 მილიონ 140 000 ლარიდან ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის გზით, შვიდი მილიონ ხუთასი ათასი ლარი მიითვისეს.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოქმედი პროკურატურის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 18:27
[obieqtivi.net]
დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში", სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოქმედი პროკურატურის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას პროკურატურის სამუშაო ჯგუფში მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე საჯარო და კერძო, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროკავშირის შეფასებითი მისიის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,"დღეს არის შეკრებილი პროკურატურის რეფორმის ჯგუფი. პროკურატურამ წარმოადგინა და დღეს ამ ჯგუფთან გვაქვს პრეზენტაცია სისხლის სამართლის პოლიტიკის ზოგად პრინციპებზე, წარმოდგენილია პროკურატურის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2013-2014 წლებში. შეხვედრაზე ესწრებიან არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის აღიარებული სპეციალისტები.ჩვენ გვაინტერესებს მოსაზრებები და შენიშვნები." - აღნიშნა წერეთელმა.
მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით პროკურორის დისკრეცია ერთი შეხედვით არის შეუზღუდავი, ეს ბრძანება არეგულირებს პროკურატურის დისკრეციას და სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევი გამოკვეთილია, უმთავრესი სამართლიანობის პრინციპის აღდგენაა.
ეკა ბესელია: "შეძრული ვარ პატიმრის ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტით"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 17:10
[obieqtivi.net]
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
"შეძრული ვარ პატიმრის ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტით, კომიტეტი ამ ადამიანის საქმეზე უკვე მუშაობდა. 2 რეკომენდაცია გვქონდა გადაგზავნილი. პატიმარი და მისი ოჯახი განაჩენის კანონიერებას აყენებდნენ ეჭვქვეშ და ჩვენ მოგვმართეს. ერთი რეკომენდაცია გაგზავნილი გვქონდა მთავარ პროკურორთან, მეორე რეკომენდაცია პატიმრისთვის მკურნალობის ჩატარებაზე გვქონდა გაგზავნილი. გარდაცვლილი ძალიან გაჭირვებულ ოჯახშია გაზრდილი. პატიმარმა გეგუთის კოლონიაში გადმოყვანისთანავე მძიმე დაზიანებები მიიღო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ყოველ დღე ვამოწმებდით მის მდგომარეობას, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. საავადმყოფოში ვიყავი და ექიმსაც ველაპარაკე და ოჯახის წევრებსაც. ექიმები ამბობდნენ, რომ იყო უიმედო მდგომარეობა.
მე ვესაუბრე გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელს, მან თქვა, რომ პატიმარი რამდენიმე საათის შემოყვანილი იყო კოლონიაში, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, თუმცა ვერ აკონკრეტებს რა მოხდა. ამიტომაც მე მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. ამის თაობაზე ვესაუბრე როგორც მინისტრს, ასევე დაწესებულების ხელმძღვანელებს და მიმაჩნია, რომ ამ ფაქტზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ვახორციელებთ ამ საქმეზე კონტროლს. სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება. უმძიმესი შემთხვევაა და შეძრული ვარ მომხდარი ფაქტით",–აღნიშნულია გაცხადებაში.
შსს-მ 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ 2 პიროვნებას წაუყენა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 16:59
[obieqtivi.net]
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტზე 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორ პირს: 1991 წელს დაბადებულ ბექა ს-ს და 1982 წელს დაბადებულ ტიტალ დ-ს ბრალი წაუყენეს.
ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161–ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 16:55
[obieqtivi.net]
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა.
ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრა პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.
ბიძინა ივანიშვილმა მათი სპორტული მიღწევების შესახებ მოისმინა და ახალგაზრდა სპორტსმენებს შემდგომი წარმატებები უსურვა. შეხვედრას სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრო.
სპორტული ცეკვების მე–18 საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 16:40
[obieqtivi.net]
24-26 სპორტული ცეკვების ტურნირი სახელწოდებით "კავკასიის თასი 2013" გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყვის 2000–მდე მონაწილე მიიღებს. ძირითადი ეტაპის გამოსვლები 25 და 26 მაისს 11:00, 15:00 და 19:00 საათებზე გაიმართება.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
კახა კალაძემ ელექტროგადამცემ ხაზზე „ქართლი 2“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 16:17
[obieqtivi.net]
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „საქრუსენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა რომა მიქაუტაძემ 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე „ქართლი 2“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ელექტროგადამცემ ხაზზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო და ერთ კვირაში დასრულდება.
ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან ქვესადგურებს “დიდი ზესტაფონი”და “ქსანი-500” აკავშირებს.
დღეისათვის სარემონტო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს ზესტაფონის, საჩხერის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში გამავალ ელექტროგადამცემ ხაზის "ქართლი-2” მონაკვეთებზე.
სამუშაოების ფარგლებში, შეიცვლება 5300 ცალი იზოლატორი და სახაზო არმატურა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგოსისტემის საიმედოობას და ავარიული გამორთვების რაოდენობას შეამცირებს.
ბოსნია-ჰერცოგოვინას პრეზიდენტი დააკავეს
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 16:03
[obieqtivi.net]
ბოსნია-ჰერცოგოვინას პრეზიდენტი ჯივკო ბუდიმირი დაკავებულია ხელისუფლების 18 წარმომადგენელთან ერთად, პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბოსნია-ჰერცოგოვინას პრეზიდენტი ჯივკო ბუდიმირი პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა.
საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:58
[obieqtivi.net]
საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ობიექტივი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების "აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან (გამოხატვის თავისუფლება) და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით (განსაზღვრულობის პრინციპი).
სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს ინტერესის საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის სიტყვები "ან უცხოეთის ორგანიზაციის" საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანი შინაარსისაა და და პირს არა აქვს შესაძლებლობა, წინასწარ განჭვრიტოს, თუ რა ქმედებას უკრძალავს მას კანონი. მისი აზრით, სადავო ნორმა სისხლის სამართლებრივად დასჯადად აცხადებს ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის, ღია და საჯარო ინფორმაციის, ანალიტიკური კვლევის, მოსაზრების ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციისთვის გადაცემას, რაც შესაძლებელია საქართველოს ინტერესისთვის ზიანის მომტანი იყოს. ამავდროულად, სადავო ნორმა არ განმარტავს ტერმინ "საქართველოს ინტერესის საზიანოდ" შინაარსს. შესაბამისად, შესაძლებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას წარმოადგენს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პირის პასუხისმგებლობა ვერ დადგება გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისათვის, პირს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ იგი გაცნობიერებულად მოქმედებს უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, აგროვებს ან/და გადასცემს ინფორმაციას და, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ მისი ეს ქმედება საქართველოს ინტერესების საზიანოა. პირს ასევე უნდა ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი ქმედების მიმართ პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას რომელიმე ხსენებული კომპონენტი აკლია, სადავო ნორმის საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დადგება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა დასჯადად აცხადებს როგორც უცხო ქვეყნის დაზვერვის, ასევე, უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რაც საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის მოქმედება, როგორც წესი, სახელმწიფოს უშიშროებისთვის საფრთხის შემცველია. მისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის, მათ შორის, ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია. შესაბამისად, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, თავისთავად, საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს. სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა სახელმწიფო უშიშროების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, სადავო ნორმა ან ნაწილში არ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსხვავებული სიტუაციაა უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით მოქმედების შემთხვევაში. პირველ რიგში, დადგინდა, რომ სადავო ნორმაში მოხსენიებულ ტერმინ ,,უცხოეთის ორგანიზაციაში" არ მოიაზრება დაზვერვასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, ვინაიდან მათი დავალებით მოქმედება ფაქტობრივად დაზვერვისთვის მუშაობას გულისხმობს. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საუბარია უცხოეთის იმ ორგანიზაციის დავალებით მოქმედებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული დაზვერვასთან, სადავო ნორმა ქმნის "მსუსხავი ეფექტს" გამოხატვის თავისუფლებაზე, ვინაიდან პირმა, იმის შიშით, რომ მისი მოქმედება არ ჩაითვალოს საქართველოს ინტერესების საზიანოდ, შესაძლებელია უარი თქვას უცხოური ორგანიზაციების უფრო ფართო სპექტრთან თანამშრომლობაზე, ვიდრე ეს სადავო ნორმითაა აკრძალული, რისი შეზღუდვაც კანონმდებელს სურდა და რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნაა, რომ კანონმდებლობა იყოს არაორაზროვანი, განჭვრეტადი და პირმა იცოდეს თუ რა ქმედებისთვის ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა. უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით მოქმედების შემთხვევაში, სადავო ნორმის შინაარსი არ არის ცალსახად და ნათლად განსაზღვრული. სამართალშემფარდებელმა და გამოხატვის სფეროში მოქმედმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განსაზღვრონ, რომელი ორგანიზაციის დავალებით ჯაშუშობა არის საქართველოს ინტერესების საზიანო. აღნიშნული დანაწესი იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და არ პასუხობს კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთოების სტრატეგიის განხორციელების 2013-2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:53
[obieqtivi.net]
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთოების სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2013-2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საქართველოს კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია კიბერ-უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტია, რომელიც ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებული მუდმივმოქმედი საუწყებათშორისი კომისიის მიერ შემუშავდა.
შალვა ფიფია: "სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა დიდი პასუხისმგებლობაა"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:50
[obieqtivi.net]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა შალვა ფიფიას კომენტარი გამოაქვეყნა,რომელსაც "ობიექიტივი" უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს იწურებოდა მინისტრის წარდგენის კონსტიტუციით განსაზღვრული ბოლო ვადა. პრემიერ-მინისტრისთვის მნიშვნელოვანია,რომ კონსტიტუციური ნორმა არ დაირღვეს. დღეს მოხდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი
გუნდი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. დავით კირვალიძე არის ჩემი ახლო მეგობარი. ჩემი აზრით, ის საუკეთესო მინისტრი და ამ დარგის ძალიან კარგი სპეციალისტია. მე ვიმედოვნებ, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ბატონი დავითი
დაბრუნდება ამ პოსტზე და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას იმ მთელ რიგ პროექტებზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ" ,- ნათქვამია შალვა ფიფიას განცხადებაში.
სანდრო გირგვლიანის საფლავი გაძარცვულია
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:34
[obieqtivi.net]
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის საფლავი გაძარცვულია.
საფლავიდან წაღებულია ლითონის ფარი.
"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიძიებს 17 მაისის მოვლენებს",-ჯუდით გოფი
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:31
[obieqtivi.net]
"დღევანდელი შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსსა და პრემიერ-მინისტრთან კარგი შესაძლებლობა იყო 17 მაისის აქციის განსახილველად",-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიძიებს 17 მაისის მოვლენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დაფიქსირებულია ძალადობრივ ქმედებაში, კანონის წინაშე აგებს პასუხს",-აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს "ლგბტ" აქციაზე მომხდარ ძალადობას და სჯერა კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანი გადაწყვეტილების.
"თბილისი მარიოტში" პროკურატურის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:08
[obieiqtivi.net]
სასტუმრო "თბილისი მარიოტში", 16.00 საათზე, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოქმედი პროკურატურის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
პროკურატურის სამუშაო ჯგუფში მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე საჯარო და კერძო, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
შეხვედრას ევროკავშირის შეფასებითი მისიის დელეგაციის წევრებიც დაესწრებიან.
ფიქრია ჩიხრაძე: "კარგია, რომ ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდა"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:04
[obieiqtivi.net]
როგორც ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ "Front news"-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, კარგია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სწორად მოიქცა.
"კარგია რომ ჭიაბერაშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა, მაგრამ ის, რომ მერაბიშვილი დღეს ოპოზიციური ძალის გამოკვეთილი ლიდერია, ეს მას პასუხისმგებგლობისაგან არ ათავისუფლებს. უცნაურია, რომ მერაბიშვილს არ წაუყენეს ბრალი 7 ნოემბრის 26 მაისისა და სხვა მძიმე დანაშაულებებისათვის. ხელისფლებას რთული საქმე უდგას წინ:პირველი ეს არის სამართლიანობის აღდგენა და მეორე ის, რომ არ გაჩნდეს ეჭვი სხვა პროცესებთან დაკავშირებით",– განაცხადა ჩიხრაძემ.
შსს-მ ძებნილი დააკავა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:01
[obieqtivi.net]
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1992 წლის 16 აგვისტოდან ძებნილი, 1957 წელს დაბადებული თამაზ ც. ქუთაისში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი თამაზ ც. 1992 წელს აფხაზეთში მდებარე დრანდის მე–9 საგამოძიებო იზოლატორიდან გაიქცა, სადაც ის ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობის, ქურდობისა და ბანდიტიზმის ბრალდებით იყო მოთავსებული. მაშინდელი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულებისთვის თამაზ ც–ს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
იზოლატორიდან გაქცევის გამო, 1992 წლის 15 აგვისტოს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ვერ აღსრულდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ც–ს მიერ ჩამოყალიბებული ბანდიტური დაჯგუფება აფხაზეთის ტერიტორიაზე თავს ესხმოდა მძღოლებს, ართმევდა მათ პირად ნივთებსა და ავტომანქანებს, რომლებსაც შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყიდდა.
დაკავებული ამჟამად სასჯელაღსრულების მე–8 დაწესებულებაშია გადაყვანილი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ამიტომ სასამართლო მისთვის ახალი სასჯელის შეფარდების შესახებ იმსჯელებს.
მამუკა არეშიძე: "ხელისუფლებამ 17 მაისს დაპირისპირებული მხარეების ლიდერების ბიოგრაფიები უნდა შეისწავლოს"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 15:00
[obieqtivi.net]
"ხელისუფლებამ 17 მაისს დაპირისპირებული მხარეების ლიდერების ბიოგრაფიები ძირეულად და დაწვრილებით უნდა შეისწავლოს, გაარკვიოს თუ რა წარსულის მქონე არიან ისინი",-ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ Front news -ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობა" მოწინააღმდეგე მხარეებს,ფუნდამენტალისტებს უწოდებს,რომლებიც ებრძვიან საზოგადოების მცირე და დაუცვლ ჯგუფებს,რაც დასავლეთისთვის სრულიად მიუღებელია.ამიტომ დღეს ხელისუფლებას მართებს ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა და სიტუაციის სრული კონტროლი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყალი არ დაასხას"- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
"ჩვენ უარს ვამბობთ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას შორის მანკიერ დამოკიდებულებაზე",-საქართველოს პრემიერი
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 14:58
[obieqtivi.net]
დღეს, "ჰოლიდეი ინნში" პრემიერისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ივანიშვილმა ახალი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
"შემდეგ კვირაში, პარლამენტში შევა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება პროკურატურასთან დაკავშირებით, რათა იგი მომავალში იყოს მეტად ეფექტური. ჩვენ ამ კანონით უარს ვამბობთ მანკიერ დამოკიდებულებაზე, რაც არსებობდა ადეიშვილის მიერ დაარსებულ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას შორის",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა.
მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ამ ხარვეზს არეგულირებს, თუმცა კანონში რჩება ის მუხლი, რომლითაც იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო, პროკურატურაზე ზოგად კოორდინაციას ახორციელებს.
ასევე, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესის წაყვანა დაევალება პროკურორს.
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა,არა პრაიმერით არამედ კონსესუსისა და გამოკვლევების საფუძველზე დასახელდეს"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 14:42
[obieqtivi.net]
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერის,გიგი წერეთელის განცხადებით,"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა,პრაიმერის გარეშე დასახელდეს.
როგორც წერეთელმა "პარიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ პარტია განსაკუთრებულ სამუშაო ვითარებაში იმყოფება.
"საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა გვსურდა პრაიმერის ჩატარებით,რომელიც კარგი სტანდარტია, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს და კანდიდატი კონსესუსისა და გამოკვლევების საფუძველზე დავასახელოთ", – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ივნისის თვეში დასახელდება.
მამუკა არეშიძე:"არ გამოვრიცხავ, რომ ორივე მხარეს შესაძლოა იყოს პროვოკაცია"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 14:18
[obieqtivi.net]
ექსპერტმა მამუკა არეშიძემ Front news -ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს "დედა ენის "ძეგლთან 17 მაისს განვითარებული მოვლენები განმეორდეს.
"ის, რაც 17 მაისს მოხდა და დღესაც გრძელდება, სახიფათო თამაშია, ეს არის ნაცმოძრაობის ორგანიზებული და გააზრებული სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს ახალი ხელისუფლების, ასევე ეკლესიის დისკრდიტაციისკენ. ეს ოპოზიცისათვის მომგებიანი და წაუგებელი პროცესია." - განაცხადა არეშიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 14:06
[obieqtivi.net]
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი 28-29 მაისს საქართველოს
ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ბიძინა ივანიშვილი:"თუ კითხვები გაუჩნდება პროკურატურას ძალიან დიდი ალბათობაა, პრეზიდენტიც დაიკითხოს"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 14:02
[obieqtivi.net]
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ კითხვები გაუჩნდება პროკურატურას და ამის
ეჭვები უკვე არსებობს, ძალიან დიდი ალბათობაა, პრეზიდენტიც დაიკითხოს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საია დღეს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 13:26
[obieqtivi.net]
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
სარჩელი ორგანიზაციის ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და ქეთი კრაწაშვილმა წარადგინეს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ ზურაბ ვაზაგაშვილთან დაკავშირებით 10 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაკეთებულმა განცხადებებმა ზურაბ ვაზაგაშვილის პატივი და ღირსება შელახა.
"პრეზიდენტმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც განაცხადა, რომ "ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად". მას ასევე, არც ის გაითვალისწინა, თუ რა სიმძიმის მორალურ ზიანს მიაყენებდა მისი ზემოაღნიშნული გამონათქვამები გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს. საია, ზ. ვაზაგაშვილის მშობლების მომართვის საფუძველზე, სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე", - აცხადებენ საია-ში.
მათი თქმით, პრეზიდენტის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს.
სანდრო ბრეგაძე:"17 მაისის აქცია მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 13:16
[obieqtivi.net]
"რეალურად 17 მაისის "იდენტობის" მიერ დაგეგმილი აქცია არა სექსუალური უმცირესობების დაცვისკენ, არამედ საქართველოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული, კონკრეტულად კი პატრიაქრის წინააღმდეგ",-ამის შესახებ პარტია "თავისუფლების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ "ფრონტ ნიუსის" პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს დადეგმილია აქცია იმ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, რომლის განმახორციელებლები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მტრები არიან, უშუალოდ გიგა ბოკერია და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე. დღევანდელი აქციის წინააღმდეგ დარაზმული ჰყავთ ჯგუფი, ამიტომ დღევანდელი აქციის მონაწილეებს სიფრთხილე მართებთ, რომ არ გამოიჩინონ ემოციურობა და არ აყვნენ რაიმე პროვოკაციას",-განაცხადა ბრეგაძემ.
24 წლის ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 13:00
[obieqtivi.net]
24 წლის პატიმრის ლევან კორტავას ციხეში გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სახელდება ორი სხვადასხვა ვერსია: პატიმრის კიბეზე დაგორება და პატიმრებთან მომხდარი კონფლიქტი.
მომხდართან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ "ობიექტივთან" საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და სიმართლის დადგენა სამინისტროს ინტერესებში შედის.
"გამოძიება იმისთვის არსებობოს, რომ ყველაფერი ნათელი გახდეს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. სიმართლის დადგენა ჩვენს ინტერესებში შედის. გამოძიებას აქვს პირველი ვერსია, რომ ლევან კორტავამ სხეულზე დაზიანებები პატიმრებს შორის კონფლიქტის დროს, კიბიდან დაგორებისას მიიღო",–განაცხადა კორძაიამ
მისივე თქმით, საბოლოო შედეგები მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
საქართველოს პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" დოკუმენტს ხელი მოაწერა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 13:00
[obieqtivi.net]
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით და მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.
დოკუმენტში ვრცელი ადგილი ეთმობა, როგორც ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებს და აღნიშნულია ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილების ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს.
აღსანიშნავია, რომ "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" მიხედვით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მიხეილ სააკაშვილი ალჟირის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 12:56
[obieqtivi.net]
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალჟირის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"კმაყოფილი ვარ იმით, რომ შედგა მაღალი დონის კონტაქტი ალჟირსა და საქართველოს შორის",-აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ჰაიტის პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 12:40
[obieqtivi.net]
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰაიტის პრეზიდენტს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრის ვიდეო-მასალა პრეზიდენტის პრესამსახურმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
"საქართველოს პრეზიდენტი ჰაიტის პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მიშელ მარტელის საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ეროვნული ფრონტი" "დედაენის ბაღში" ლგბტ პრობაგანდის აკრძალვის მოთხოვნით აქციას გამართავს
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 12:29
[obieqtivi.net]
"ეროვნული ფრონტი" დღეს 18:00 საათზე "დედაენის ბაღში" ლგბტ პრობაგანდის აკრძალვის მოთხოვნით აქციას გამართავს.
როგორც "ობიექტივს" "ეროვნული ფრონტის" გამგეობის თავმჯდომარემ ევგენი მიქელაძემ განუცხადა,აქციის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ლგბტ პროპაგანდის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვაა.
"თუ ეს საკითხი კანონით არ დარეგულირდა, მუდმივად ქაოსი იქნება.ლგბტ პირები ანტი-ბუნებრივი ფასეულობების და ღვთის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან,ამ ადამიანებს მენტალური გადახრა აქვთ და მათ წახალისების ნაცვლად მკურნალობა სჭირდებათ.მიგვაჩნია, რომ კანონით ქართული ღირებულებები უნდა იყოს დაცული.ჩვენი აქცია სრულიად მშვიდობიანია.მოვუწოდებთ მოსახლეობას, შემოგვიერთდეს." - განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, "ეროვნული ფრონტი" აღნიშნული საკითხის რეფერენდუმზე გასატანად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს.
ცნობისთვის,დღეს 19.00 საათზე, "დედა ენის" ძეგლთან მეორე აქციაცაა დაგეგმილი-"არა თეოკრატიას". მიქელაძის განმარტებით, "ეროვნულ ფრონტს" აღნიშნულ აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათთან რაიმე ტიპის დაპირისპირებას გამორიცხავს, თუკი მეორე მხრიდან რაიმე პროვოკაცია არ იქნება.
"იდენტობა" დღეს დაგეგმილ აქციაში-"არა თეოკრატიას" მონაწილეობას არ იღებს
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 12:22
[obieqtivi.net]
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" სათემო ოფიცრის, ნათია ბარათიშვილის განცხადებით, მათი ორგანიზაცია დღეს, "დედაენის ბაღში" დაგეგმილ აქციაში-"არა თეოკრატიას" მონაწილეობას არ იღებს.
როგორც ბარათიშვილმა "ობიექტივს" განუცხადა, დღევანდელ აქციაში მონაწილეობაზე უარი უსაფრთხოების გამო გადაწყვიტეს.
მისივე ინფორმაციით, ”იდენტობის” წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება, თუმცა რა თემასთან დაკავშირებით, "ობიექტივთან" საუბრისას არ დაუკონკრეტებია.
"ჩვენ არანაირ კავშირში არ ვართ დღევანდელ აქციასთან. დღეს იქ ჩვენი ორგანიზაციიდან წარმოდგენილი არავინ იქნება",- აღნიშნა ბარათიშვილმა.
ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფი, 17 მაისს განვითარებული პროცესების საწინააღმდეგოდ, დღეს, "დედაენის ბაღში" აქციას, დევიზით - "არა თეოკრატიას" გამართავს.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედ ელჩებს ხვდება
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 11:47
[obieqtivi.net]
ამ წუთებში სასტუმრო "ჰოლიდეინ"–ში ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედ ელჩებს ხვდება. შეხვედრაზე შესვლამდე ელჩებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა პრემიერის მრჩეველმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეხვედრა ელჩების ინიციატივით იმართება სადაც საუბარი 17 მაისის მოვლენებს და ექს–პრემიერის – ვანო მერაბიშვილის დაკავებასაც შეეხება.
შეხვედრის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრმა განაცხადა , რომ დიპლომატიურ კორპუსთან საუბრის ერთ–ერთი მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. ბიძინა ივანიშვილი ასევე გამოეხმაურა დღეს დაგეგმილ აქციას, რომელიც "დედაენის ბაღში"შედგება და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ნებისმიერმა აქციამ მშვიდობიან ფორმებში ჩაიაროს.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისში, დედაენის ძეგლთან 18.00 და 19.00 საათზე ორი აქციაა დაგეგმილი. ერთი აქცია იმართება მოთხოვნით: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!" მეორე აქციის ლოზუნგია - "არა თეოკრატიას".
უკონტროლო თვალთვალის აღმოფხვრა - კონფერენცია "სასტუმრო მერიოტში"
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 11:46
[obieqtivi.net]
ფარული თვალთვალი და პირადი მონაცემების დაცვა- ამ თემით დღეს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" კონფერენცია გაიმართა. პროექტი "საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველოს", "საქართველოს იურისტთა ასოციაციისა" და "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის" მიერ ხორციელდება, რომლის მთავარი მიზანია მედიისა და მოქალაქეების მიმართ უკონტროლო სისტემური თვალთვალისა და მიყურადების აღმოფხვრა.
პროექტის მენეჯერის მეთიუ ჰუტერის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული თვალთვალი -დანაშაულია.
ბიძინა ივანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შალვა ფიფიას კანდიდატურას აყენებს
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 10:53
[obieqtivi.net]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერის ოფიციალური მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილია.
შალვა ფიფია, რომელიც დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მინისტრის თანამდებობას იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ დაიკავებს.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ წევრს, პრეზიდენტის თანხმობით, ორი კვირის ვადაში ნიშნავს.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება
გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2013, 10:28
[obieqtivi.net]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინშია" დაგეგმილი.
ვანო მაჭავარიანი: "პროკურატურასა და სასამართლოს საკმაოდ უჭირს ფაქტებზე დაფუძნებული ბრალდებების წაყენება"
გამოქვეყნების თარიღი: 23.05.2013, 20:20
[obieqtivi.net]
საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, გაცილებით სერიოზული თემებია, რომლებზეც საზოგადოებას კითხვები აქვს.
როგორც მაჭავარიანმა "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, კონკრეტული ჩვენებები არსებობს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მას ეს ბრალდება დაუმტკიცდეს.
"ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, საზოგადოება პასუხებს გირგვლიანის თემაზე და აქციების დარბევისთვის ელოდება. როდესაც 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენებზე არ აგებ საქმეს და მერაბიშვილს ედავები სხვა საქმეებზე, ეს ბევრ კითხვებს ბადებს. პროკურატურასა და სასამართლოს საკმოდ უჭირს ფაქტებზე დაფუძნებული ბრალდებების წაყენება.
ამასთან, ჩემთვის გაუგებარია როდესაც აკავებ ადამიანს, რომელიც არსად არ მიდის. მერაბიშვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერია და ღიად აცხადებს, რომ არსად დამალვას არ აპირებს",–განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი [მითვისება- გაფლაგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7- დან 11 წლამდე] და 332 მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე] მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საუბარია დასაქმების პროგრამაზე, რომელზეც პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას.