24.11.2024 | 19:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
1-ელი აპრილიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს

1-ელი აპრილიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს.

მედიის ცნობით, შოიგუს უწყება 400 000 პირის რეკრუტირებას გეგმავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმით, ჩელიაბინსკის და სვერდლოვსკის ოლქებში სამხედრო სამსახურში 10 ათასი ადამიანი უნდა შევიდეს, ხოლო პერმის მხარეში კი, 9 ათასი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში ჯარის უფრო პროფესიონალიზმისა და საკონტრაქტო სამხედროების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ისაუბრა. ნატო-ს მხრიდან მზარდ საფრთხეზე მითითებით, შოიგუმ განაცხადა, რომ არმია 1.15-დან 1.5 მილიონ სამხედრო მოსამსახურემდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, მათგან თითქმის ნახევარი, 695 000, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე უნდა იყოს.

დღის გადაცემები