1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში შესვლას მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ. ახალი რეგულაციები, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. პირს მწვანე სტატუსი მიენიჭება, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.