26.11.2024 | 16:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა

ტრაგიკულ მოვლენებს 21 მოქალაქე ემსხვერპლა, ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გვირაბები, საკომუნიკაციო სისტემა. მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიოტრია. დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

13 ივნისის დაღუპულთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის მეთაური და დედაქალაქის მერი. სასულილერო პირებმა დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. ტრაგიკული დღე გაიხსენეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.  მზიურის პარკში კი დედაქალაქის მერმა სიმბოლურად ბეჰემოტ "ბეგის" ქანდაკება გახსნა.

დღის გადაცემები