დღის სიახლეები
14 აპრილი დედაენის დღეა [ვიდეო]
საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 14 აპრილი დედაენის დღედ 1990 წლიდან გამოცხადდა. უკვე 43 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსული გეგმა ჩავარდა და კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერი ვერ შეცვალეს. მათ მცდელობას ახალგაზრდები, 1978 წლის 14 აპრილს მანიფესტაციებით დაუპირისპირდნენ. იმდროინდელი რეჟიმი საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას აპირებდა. გამოსვლების შედეგად ქართულ ენას, სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
მსგავსი
დღის გადაცემები