25.11.2024 | 01:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
14 იანვარი, საქართველოში ეროვნული დროშის დღეა [ვიდეო]

საქართველოში ეროვნული დროშის დღეა. 14 იანვარი, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ატრიბუტის დღედ 2012 წლიდან აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ხუთჯვრიანი დროშები დღეს სახელმწიფო უწყებების და თავდაცვის სამინისტროს ყველა ობიექტსა თუ ბაზაზე აღიმართა.

 

დროშა უძველესი დროიდან სახელმწიფოს მთავარ სიმბოლოს წარმოადგენ, თუ ვინ ხარ და რა გიკეთებია შენს შესახებ წარმოდგენას მსოფლიო სწორედ ამ სიმბოლიკის მეშვეობით იქმნის. ქართული ისტორიოგრაფიისთვის ცნობილია რამდენიმე წერილობითი წყარო, რომელიც გვაწვდის სარწმუნო ცნობას ქართული სახელმწიფო დროშის,  მისი ფერისა და გამოყენების შესახებ. ხუთჯვრიანი დროშა დღეისათვის არსებულ სახეს „გორგასლიან-დავითიანი“ დროშა 1320 წლიდან იღებს. ამ პერიოდში გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ დაიბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ასევე ჩაიბარა „კლიტენი იერუსალიმისანი“ ანუ ქრისტეს საფლავის გასაღები. ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარებლების განმასახიერებელი ხუთჯვრიანი კომპოზიცია საქართველოს სიმბოლო ხდება. 

 

მას შემდეგ რაც საქართველომ 90-იან წლებში დამოუკიდებლობა აღიდგინა და საბჭოთა დროშისა და გერბის შეცვლა გახდა აუცილებელი, ჰერალდიკის საბჭო ჩვენთანაც შეიქმნა და ჯგუფმა  საქართველოს უძველესი სიმბოლიკის კვლევა და ძიება დაიწყო. ცნობებს ქართული დროშის შესახებს ჰერალდიკის საბჭოს წევრებმა ევროპის უძველეს ბიბლიოთეკების არქივებში მიაკვლიეს. სწორედ იქ მოძიებული საზღავო რუკებიდან დადგინდა, რომ  საქართველოს სახელმწიფო დროშა ევროპაში ჯერ კიდევ 13 საუკუნეში დააფიქსირეს. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

დღის გადაცემები