"პატრიოტთა ალიანსი" ბრძოლის ახალ გეგმას აანონსებს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, 17 დეკემბერს პარტიის ლიდერები ბრიფინგს გამართავენ და საზოგადოებას მოქმედების სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
"დიდი სიყვარულით და პატივისცემით მინდა მივმართო "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებს, ჩვენს აქტივს, თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს. 17 დეკემბერს ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ. 17 დეკემბერს პატრიოტთა ალიანსი მართავს ბრიფინგს, სადაც გასაჯაროვდება ჩვენი მოქმედების გეგმა. მე ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ხელის ჩაქნევის და გულის ტკენის უფლებაც კი. "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" დალაგებული სპექტაკლი უნდა ავურიოთ და დავუნგრიოთ. ეს უნდა დავამთავროთ!" - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში "სტუდია #8".