25.11.2024 | 01:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
170 დღიანი პროტესტი რიონის ხეობაში [ვიდეო]

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი  გრძელდება. რიონის ხეობაში  საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს კიდევ ერთხელ შეეცადნენ პოლიციასთან მოლაპარაკებების გამართვას, თუმცა უშედეგოდ. რიონის ხეობის დამცველები ნამახვანისკენ მიმავალი გზის გახსნას ითხოვენ, რომელიც სამართალდამცავებს მესამე დღეა გადაკეტილი აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივებს  განუმარტეს, რომ მდინარე რიონი ადიდებულია და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

 

აქციის მონაწილეები  სოფელ გუმათში კომპანია „ენკას“ ოფისთან მივიდნენ და  გზა გადაკეტეს იმ მიზეზით, რომ სამშენებლო ტექნიკა რიონის ხეობაში ვეღარ გადაადგილდეს. კომპანიის ოფისთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.  რიონის ხეობის დამცველების მოთხოვნა უცვლელია: შეჩერდეს კომპანია ენკას წარმომადგენლების მხრიდან მოსამზადებელი სამუშაოები; პოლიციამ გახსნას გზა და აქციის მონაწილეებ მიეცეთ ნამახვანში მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება.

 

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და ძალაში რჩება მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშრებით.

 

სოფელ ნამოხვანში ლალი ეფრემიძის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნაკვეტი ერთადერთი იყო, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები შეკრებას ახერხებდნენ. სხვა ადგილას აქტივისტებს აქციის გამართვის უფლებას პოლიცია არ აძლევდა იმ მიზეზით, რომ ტერიტორია გიგანტური ჰესის მშენებელი კომპანიის „ენკას“ კერძო საკუთრებაა. მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეები ნამახვანიდან აყარეს და კარვები დაშალეს „ენკას“ ექსკავატორებმა ნაკვეთი ისე გადათხარეს,  რომ  ტერიტორიაზე შეკრება გართულებულიყო.

 

170 დღეა აქციის მონაწილეები ჰესის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნათ ღამეს გარეთ ათევენ. უამინდობის გამო ადგილობრივები პოზიციებს არ თმობენ. მათ სოლიდარობას სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულები უცხადებენ. 

დღის გადაცემები