1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. დოკუმენტი 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დაამტკიცეს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე საერთო-სახალხო კენჭისყრა საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩაატარა. რეფერენდუმის ერთადერთი კითხვა იყო: "თანახმა ხართ თუ არა, აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?". ეს იმას გულისხმობდა, რომ საქართველოს სახელმწიფო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე იქნებოდა. რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც მიიღო. საერთო-სახალხო კენჭისყრაში ხმა ამომრჩეველთა 90,3 პროცენტმა მისცა. მათგან 98,9 პროცენტმა შეკითხვას დადებითად უპასუხა, ხოლო რეფერენდუმის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა.
დღის სიახლეები
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა
დღის გადაცემები