დღის სიახლეები
20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
საქართველოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამის მიუხედავად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეებს ამ დრომდე პირბადით მგზავრობის ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა რეგულაციას მხოლოდ მცირე ნაწილი ემორჩილებოდა.
მსგავსი
დღის გადაცემები