25.11.2024 | 00:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სასამართლოში [ვიდეო]

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის  სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა სამი ბრალდებულის, მიხაილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის მიმართ. სტრაზბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც  პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.  საქართველოს მთავრობა აგრძელებს ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ  ყველა სხვა სახის დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.   

დღის გადაცემები