დღის სიახლეები
2018-2019 წლებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ბრძანებით თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა 526 000 ლარი შეადგინა, თუმცა უწყებამ დოკუმენტურად ვერ დაასაბუთა დანამატის გაცემის საფუძველი. ამასთან, აუდიტის სამსახური მიუთითებს თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ნაკლოვანებებზეც.
მსგავსი
დღის გადაცემები