დღის სიახლეები
2021 წლის იანვარში ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა [ვიდეო]
საქსტატმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის იანვარში ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.
2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში-აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.
მსგავსი
დღის გადაცემები