დღის სიახლეები
22 და 23 დეკემბერს პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს გამართავს
22 და 23 დეკემბერს პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს გამართავს. რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგის მთავარი საკითხია ომბუდსმენის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების და ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო ფრაქციები პარლამენტში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას და შესაბამისი პირების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას შეძლებენ.
რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს პაპუაშვილი მიმართავს.
მსგავსი
დღის გადაცემები