დღის სიახლეები
     
        24, 25 და 26 ოქტომბერს რიკოთის საავტომობილო გვირაბში 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება
        საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00 სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 26 ოქტომბრის 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                