25.11.2024 | 01:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა [ვიდეო]

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს აღნიშნავს. დილიდან დედაქალაქის მთავარ  მოედანზე საზეიმო ღონისძიება დაიწყო. ტრიბუნიდან ახალწვეულებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი,  პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. 

„2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70- წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით, კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე, ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის, მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა მოგილოცოთ თქვენ. საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკელად ემსახუროთ სამშობლოს- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

ინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ქვეყანას. 26 მაისი ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკონოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლისა და თავდადების შედეგია. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპატრიარქოს წარმომადგენლები, პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ.

დღის გადაცემები