25.11.2024 | 01:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
26 მაისის აქციის დარბევიდან 11 წელი გავიდა

26 მაისის აქციის დარბევიდან 11 წელი გავიდა. მშვიდობიანი მომიტინგეები, იმ პერიოდში ხელისუფლებაში მყოფმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლეტალური იარაღის, წყლის ჭავლის, ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების და უშუალოდ ვანო მერაბიშვილი ბრძანებით, სამართალდამცავებმა მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და მათ მიმართ სხვადასხვა სახის იძულებითი ღონისძიება განხორციელდა. რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში. სისხლიანი დარბევის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამაინი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადსხვა სახის დაზინანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, ხოლო 800 -მდე პირი დააკავეს.

დღის გადაცემები