24.11.2024 | 23:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
41 = 5 ?! - ტრაგიკომედია ქართულ პოლიტიკაში [ვიდეო]

ქართული საზოგადოების მეხსიერებაში კარგად არის  დალექილი  სააკაშვილ-ბოკერიას ხელისუფლების არადამიანური მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეო მასალა.  ქართული ოცნება პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამჯდომარის პოსტს სწორედ მწამებელთა რეჟიმის წარმომადგენლებს უთმობს.   

 

ირმა ინაშვილმა საავტორო გადაცემაში საზოგადოებას  კიდევ ერთხელ შეახსენა ციხეებში ადამიანების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის კადრები, "სტუდია N8"-ის წამყვანმა პირდაპირ ეთერში  გაასაჯაროვა სამეგრელოს კასრებში აღმოჩენილი აქამდე უცნობი ჩანაწერები. ტელე-წამყვანი ამბობს, რომ 2012 წელს ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ  გააკეთა და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს. ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ  "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ხლისუფლებას ეტაპობრივად უთმობს. ირმა ინაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ გაანალიზოს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა,  მისი შედეგები და  დანაშაულებრივ ქმედებებზე "ქართული ოცნების" უმოქმედობა.

 

სააკაშვილ - ბოკერიას რეჟიმის სისასტიკე და არაადამიანური მოპყრობა საკუთარ თავზე იწვნია ვახტანგ  მაისაიამ.  პოლიტოლოგმა  სააკაშვილის  მითითებით, ჯაშუშობის ბრალდებით საპატიმროში 4 წელი მძიმე პირობებში გაატარა. სამხედრო ექსპერტი "ქართულ ოცნებას" უმოქმედობაში ადანაშაულებს და სამართლებრივ - პოლიტიკურ რეაბილიტაციას ისევ ითხოვს.  

 

დღის გადაცემები