24.11.2024 | 23:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტში კვლავ დგება [ვიდეო]

პარლამენტის 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ,პარლამენტის დღის წესრიგში კვლავ დგება და ივლისის რიგგარეშე სესიაზე, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.  ამჯერად, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ის ჩანაწერი განიხილება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატს უფლებამოსილება, სხდომების ნახევარზე მეტის, არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში შეუწყდება. ასეთი, ამჟამად,  54 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომლებმაც 31  ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამო, მეათე მოწვევის პარლამენტს რამდენიმეთვიანი ბოიკოტი გამოუცხადეს, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და შესაბამისად, იმ რაოდენობის გაცდენა დაუგროვდათ, რომ პარლამენტმა ახლა მათ უფლებამოსილებაზე უნდა იმსჯელოს. სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატები ამ შემთხვევაშიც, საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე იხელმძღვანელებენ და  კონსტიტუციისა და რეგლამენტის  დარღვევისთვის კოლეგებს,  უფლებამოსილებას არ შეუწყვეტენ.

დღის გადაცემები