დღის სიახლეები
7-8 იანვარს, საქართველოში თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთზე ხილვადობის გაუარესება, ზღვაზე კი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი
7 - 8 იანვარს, საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთასა და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.
სააგენტოს ცნობით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მსგავსი
დღის გადაცემები