დღის სიახლეები
71 წლის ასაკში, მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა [ვიდეო]
71 წლის ასაკში, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მსახიობმა, აქტიური თეატრალური ცხოვრება დაიწყო. მარინა ჯანაშიამ გამორჩეული სახეები შექმნა სპექტაკლებში „ანტიგონე“ , „რომეო და ჯულიეტა“ , „ქალის ტვირთი“, „ანა ფრანკის დღიური“, „კავკასიური ცარცის წრე“ , „მოხუცი ჯამბაზები“ და სხვა. გარდა თეატრისა, მსახიობს დაუვიწყარი როლები აქვს ნათამაშები ფილმებში: „კუკარაჩა“ , „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „მშვიდობით ქალბატონო“ და სხვა.
მსგავსი
დღის გადაცემები