8 სექტემბერს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 162-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კმ-ზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია "ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი" ახორციელებს ხიდზე ლოთონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 8 სექტემბერს 00:00 სთ-დან 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ შეიზღუდება (ერთი სამოძრაო ზოლი ჩაიკეტება). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - ნათქვამია ინფორმაციაში.