25.11.2024 | 01:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
82 წლის ასაკში გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა [ვიდეო]

82 წლის ასაკში გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა. დიპლომატმა, პუბლიცისტმა, პედაგოგმა და ტელეწამყვანმა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, 1963 წელს კი უცხო ენათა ინსტიტუტი. გელა ჩარკვიანმა სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის უნივერსიტეტის ასპირანტურაში განაგრძო. ის წლების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

2005 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა დიდ  ბრიტანეთსა  და ირლანდიაში. იყო არაერთი წიგნის ავტორი. გელა ჩარკვიანს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა მუსიკისადმი. გელა ჩარკვიანი დაჯილდოვებული იყო არაერთი ჯილდოთი, მათ შორის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.

დღის გადაცემები