დღის სიახლეები
90-მდე ქვეყანა მეთანის ემისიის 30%-ით შემცირებაზე შეთანხმდა [ვიდეო]
ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2030 წლისთვის, მეთანის ემისიის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს, 90-მდე ქვეყანა შეუერთდა. როგორც გლაზგოში მიმდინარე გაეროს ცვლილების კლიმატის სამიტზე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ნახშირბადზე ფასების გლობალური ზრდა, მსოფლიოში სათბური აირების გაფრქვევას შეამცირებს. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით ევროპა 2030 წლისთვის სათბური აირების გაფრქვევის კლებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებას 55%-ით ასრულებს. „მეთანის გლობალური ვალდებულების“ პაქტს არ უერთდებიან ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი.
მეთანი ერთ-ერთი მთავარი სათბური გაზია და მისი ემისია კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება.
მსგავსი
დღის გადაცემები