დღის სიახლეები
98 წელი 1923 წლის მოვლენებიდან [ვიდეო]
ზუსტად 98 წელი გავიდა მას შემდეგ რაც 1923 წლის 20 მაისს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელები ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ამ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე თავადაზნაურთა საკრებულოს წევრები და სასულიერო პირები შეიკრიბდნენ და გმირულად დაღუპული 15 ადამიანის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. აღსანიშანვია, რომ ადგილზე სადაც უმაღლესი სამხედრო პირები კოტე აფხაზთან ერთად საბჭოთა რეპრესიებს შეეწირნენ თავდაზნაურთა საკრებულოს წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. ისინი სურვილს გამოთვამენ, რომ განსვენებულ მამულიშვილთა დახვრეტის ადგილზე ტაძარი აშენდეს.
მსგავსი
დღის გადაცემები