დღის სიახლეები
Astrazeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით ექსპერტები იმსჯელებენ [ვიდეო]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ასტრაზენეკას“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით ექსპერტთ-იმუნოლოგთა კომისია მოიწვია. გასულ კვირას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ვაქცინაციისოქსფორდის უნივერსიტეტი შემუშავებული და ინგლისურ-შვედური წარმოების პრეპარატით ვაქცინაციის კამპანია შეაჩერა, რიგმა კვეყნებმა კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55-დან და 65 წლის ზემოთ პირებისთვის ვაქცინაცია აკრძალეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ეს ცნობები შეშფოთებას იწვევს, ამიტომ კონკრეტულ პრეპარატთან დაკავირებით საჭირო დათქმა უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, ნარჩუნდება თუ არა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ეფექტური იმუნური პასუხი, თუკი დაავადება საშუალო ან მძიმე ფორმით ვლინდება.
მსგავსი
დღის გადაცემები