დღის სიახლეები
Bloomberg - პლანეტის თითქმის ყველა რეგიონი შესაძლოა, დიზელის საწვავის დეფიციტის წინაშე დადგეს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პლანეტის თითქმის ყველა რეგიონი, შესაძლოა დიზელის საწვავის დეფიციტის წინაშე დადგეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს და აღნიშნავს, რომ დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხებამ თითქმის ყველა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ინფლაცია გაამწვავა და ეკონომიკური ზრდა შეანელა.
ნიუ-იორკში დიზელის ფასები გასული წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა.
როგორც მასალაშია აღნიშნული, დეფიციტის ზრდაზე გავლენა მოახდინა ნედლი ნავთობის შეზღუდულმა მარაგმა, კორონავირუსის პანდემიის შედეგებმა.
"სიტუაცია შეიძლება ბევრად უფრო დრამატული გახდეს, თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან მიწოდებაზე. ევროპა უფრო მეტადაა დამოკიდებული დიზელის საწვავზე, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა რეგიონში", - წერს გამოცემა.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები