აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ იმის ალბათობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ალბათ, ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ეს ალბათობა ჯერ კიდევ ნაკლებად სავარაუდოა", - წერს CNN-ი.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავსდა და ამ საკითხზე აშშ-ის ზოგადი შეფასება არ შეცვლილა.
22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგებ