პენტაგონში განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რადარის საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნა, რომელსაც უკრაინული თვითმფრინავები რუსული სარადარო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენებენ, - ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა რაკეტების გაგზავნის ფაქტი დაადასტურა, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, მან განაცხადა, რომ გაგზავნილია AGM-88 ტიპის მაღალსიჩქარიანი რაკეტა (HARM).
"უახლოეს პერსპექტივაში, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა უკრაინის საჰაერო ძალები უფრო ქმედუნარიანი იყოს" - აღნიშნა კალმა.
აშშ-ის საჰაერო ძალების ინფორმაციით, HARM-ის რაკეტების მოქმედების მანძილი 30 მილზე (48 კილომეტრზე) მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რაკეტები ერთ-ერთი შორ მანძილზე მოქმედი იარაღია, რომელიც აშშ-მა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაწოდა