26.11.2024 | 11:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, ლატვია რუსეთიდან გაზს კვლავ იღებს

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შენახვის ლატვიური ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, რუსული გაზი ლატვიაში კვლავ მიედინება, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან გაზი ქვეყანაში ესტონეთში მდებარე სადგურ Luhamaa-ს გავლით შეედინება.

"აპრილის დასაწყისში, ლატვიამ უარი თქვა რუსული გაზით მომარაგებაზე, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, არ შეესრულებინა მოსკოვის მოთხოვნა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდის შესახებ. თუმცა, ივნისში გაზის გადაცემის სისტემის მთავარმა ლატვიურმა ოპერატორმა Latvijas gāze-მ შესყიდვები განაახლა. Latvijas gāze-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნედლეულის შეძენა პირდაპირ გაზპრომიდან არ ხდება და ტრანზაქციები ევროში სრულდება", - წერს Deutsche Welle.

ივლისის ბოლოს, რუსულმა "გაზპრომმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

 

დღის გადაცემები