25.11.2024 | 01:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Deep Fake - საშიში აპლიკაცია [ვიდეო]

Deep fake  -  ღრმა სიყალბე - 21 საუკუნეში  ამ სიტყვების გადათარგმნა ყველას შეუძლია, თუმცა რა შინაარსისაა და რა  საფრთხეს მოიცავს თითოეული ჩვენგანისთვის  ალბათ ბევრმა არ იცის.
დიიფ ფეიკი აქტუალური 2017 წელს გახდა, როდესაც მისი მეშვეობით ადამიანებს შეეძლოთ ნებისმიერი ცნობილი ან საკუთარი გარეგნობის მეშვეობით შეექმნათ ყალბი ვიდეო , რომელზეც ყალბი აუდიოს დადებაც მარტივია.


2017 წლის შემდეგ  ღრმა სიყალბე მსოფლიოს ყველა წერტილს მოედო და  გარკვეული ინტერესების მატარებელი საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. შეიქმნა სპეციალური პროგრამები,რომელიც მის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ამარტივებს.



დიფ ფეიკს ადამიანები ხშირად გასართობად, ხოლო ხშირად  კონკრეტული სუბიექტების მიმართ შურისძიების მიზნით იყენებენ. პროგრამების დახმარებით, რომლითაც ადამიანს  შეუძლია კონკრეტული ვიზუალური გამოსახულებით სიყალბე შექმნას, შესაძლოა ისეთი შინაარსის  შემცველი იყოს, რომ  საზოგადოების ცნობიერებაზე გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს.

deep fakes მეშვეობით ამერიკულ არხ "ენ ბი სი"-ზე გასულ იუმორისტულ გადაცემაში  დონალდ ტრამპის ვიდეო გამოჩნდა, სადაც ჩანს, როგორ ანხორციელებს მაშინდელი პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სატელეფონო ზარს. ამ შემთევაში ვიდეო იუმორისტული სკეტჩისთვის  დამზადდა და მის შესაქმნელად თავად  წამყვანის ვიზუალი  გამოიყენეს და ჯიმი ფელონი სპეციალური პროგრამით დონალდ ტრამპად მოგვევლინა. მალევე ეს ვიდეო იუთუბ გვერდზეც აიტვირთა, თუმცა მითითებული იყო,რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.


21 საუკუნეში ამბები, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ქარის სისწრაფით ვრცელდება ახალი არ არის. დეზინფორმაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ქმედებების აღსაკვეთად ცნობილმა სოციალურმა პლათფორმებმა გარკვეული ზომები მიიღეს. "ტვიტერმა" საკუთარ მომხმარებლებს მოუწოდა, რომ ყალბი ინფორმაციის შემცველი პუბლიკაციების  არსებობის შემთხვევაში წერილობით მიმართოს გვერდს, რის შემდეგაც ყალბი ინფორმაცია ქსელში დაიბლოკება.

Deep fakes გამოჩენის შემდეგ მალევე დაიწყეს მკვლევარებმა  მუშაობა  იმისათვის, რომ  განესხვავებინათ ყალბი და ნამდვილი ერთმანეთისგან. მათ შეიმუშავეს ავტომატური სისტემები, რომლებიც არა მხოლოდ ვიდეოს სიყალბეს ამხელს, არამედ  იმ წყაროსაც,რომელიც ამ დეზინფორმაციას ავრცელებს. გარდა ამისა მკვლევარების ინტერესი  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასკენაა მიმართული, რის შედეგადაც ადამიანებს ცხადისა და მცდარის ამოცნობა გაუმარტივდებათ.

დღის გადაცემები