საფრანგეთში იმ მაღაზიებს, რომლებშიც გაგრილების სისტემები მუშაობს, კარის ღია მდგომარეობაში დატოვება აეკრძალებათ. ამასთან, აიკრძალება მანათობელი სარეკლამო აბრების ღამის განმავლობაში ჩართულ მდგომარეობაში დატოვება. მიზეზად ენერგიის მოხმარების შემცირება სახელდება, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ახალ რეგულაციის ამოქმედება რამდენიმე დღეში იგეგმება. იმ ბიზნესობიექტებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, ჯარიმის სახით, €750-ის გადახდა მოუწევთ.
ამავე შინაარსის მუნიციპალური წესები, ივლისის შუა რიცხვებიდან, უკვე მოქმედებს ზოგიერთ ისეთ ქალაქში, როგორებიცაა ლიონი, პარიზი, ბეზანსონი და ბურკ-ან-ბრესი, მაგრამ ახლა მთავრობას სურს, ინიციატივამ მთელი ქვეყანა მოიცვას.
1:00-დან დილის 6:00 საათამდე, განათებული სარეკლამო აბრის აკრძალვა ამჟამად მოქმედებს იმ ქალაქებში, სადაც 800 000-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობს, ახალ რეგულაციებში კი, მოსახლეობის რაოდენობა გათვალისწინებული აღარაა.